close
კულტურა

საფრანგეთში, არლის მუზეუმში ფიროსმანი ვან გოგთან ერთად გამოიფინება

ალბერტინას მუზეუმის შემდეგ ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატები საფრანგეთში, არლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,  ვინსენტ ვან გოგის ნახატებთან  ერთად გამოიფინება.

ერთობლივი გამოფენა, ქალაქ არლში 2019 წლის მარტშია დაგეგმილი. ინფორმაცის ეროვნული მუზეუმიც ადასტურებს.

მუზეუმის განცხადებით, არლის ვან გოგის ფონდთან გამოფენის დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ექსპოზიცია მონესთან და შაგალთან ერთად 2019 წლის 27 იანვრამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ  ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანი უპრეცედენტოდ ბევრმა დამთვალიერებელმა ნახა

გაზიარება:
fb-share-icon0