“წიგნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წიგნის გარეშე ბავშვი მარტოსულია, რა შეიძლება იყოს მის გვერდით, თუ არა წიგნი – ლიტერატურის ლამაზი ქმნილება. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ წიგნის გარეშე. “ – ანტონიო ლა კავა, სკოლის ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც თავისი სამბორბლიანი მანქანა პატარა ბიბლიოთეკად გადააკეთა.
“გადავწყვიტე Bibliomotocarro გამეკეთებინა, რადგან ვგრძნობდი, რომ წიგნების მიმართ უკმაყოფილება იზრდებოდა. მე ვუთხარი ბავშვებს: “პრობლემა არსებობს, რაღაც უნდა გაკეთდეს.” ისინი კი მეუბნებოდნენ – “მასწავლებელო, თქვენ რაიმე უნდა იღონოთ.” ჩემი წუხილი იზრდებოდა – ვბერდებოდი არამკითხველთა ქვეყანაში. “ – ამბობს ის BBC-სთანინტერვიუში.
ანტონიომ ბიბლიოთეკის გაკეთება 42 წლიანი მასწავლებლობის შემდგომ გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს მას ბავშვებში წიგნების სიყვარულის გავრცელებაში დაეხმარება. ბიბლიოთეკაში 700-მდე წიგნია. ბავშვები ყოველთვის სიხარულით ხვდებიან პატარა ბიბლიოთეკის გამოჩენას. ანტონიო კვირაში ერთხელ 500 კილომეტრს გადის და ამას უსასყიდლოდ აკეთებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”