ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუს მოსწავლეებს სპეციალურად დამზადებული სკოლის ფორმა აცვიათ. “ჭკვიან ფორმას” ჩიპები გააჩნია. ისინი აფიქსირებენ, როდესაც მოსწავლე სკოლაში შედის ან სკოლიდან გადის. გარდა ამისა, ტექნოლოგიას აქვს სახის ამოცნობის დამატებითი ფუნქცია. თუ მოსწავლის ფორმას რომელიმე სხვა ბავშვი ჩაიცვამს, ეს ფაქტი მაშინვე დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე გაკვეთილს გააცდენს და სკოლიდან გასვლას დააპირებს, სპეციალური სიგნალი გაისმის.
“ჭკვიანი ფორმა” Guizhou Guanyu Technology Company-მ დაამზადა. კომპანიაში აცხადებენ,რომ ფორმის გარეცხვა ჩვეულებრივად შეიძლება და ეს პროცესი ტექნოლოგიის მუშაობაზე გავლენას არ ახდენს.
ფორმას გუიჩჟოუს პროვინციის 10 სკოლის მოსწავლეები ატარებენ. ქალაქ რენხუაის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებით, ტექნოლოგია ეფექტურად მუშაობს და როგორც მასწავლებლები, ასევე ბავშვების მშობლები კმაყოფილები არიან. სკოლის დირექტორმა ასევე დააკონკრეტა, რომ გაკვეთილების დასრულების და მოსწავლეების სკოლიდან გასვლის შემდეგ ტექნოლოგიას მათი ადგილმდებარეობის დასადგენად აღარ იყენებენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”