ბრიტანული კომპანია გეგმავს უსინათლოებისთვის ბრაილის ელექტრონული წამკითხველი (Braille E-Reader) შექმნას.
მას შემდეგ რაც ლუი ბრაილმა მე-19 საუკუნეში ბრაილის შრიფტი გამოიგონა, მილიონობით უსინათლო და ნაწილობრივ უსინათლო ადამიანს კითხვის საშუალება მიეცა. თუმცა ამ შრიფტით დაბეჭდილი წიგნების ტარება და შენახვა არცთუ ისე კომფორტულია. მაგალითად, ბრაილის შრიფტით დაწერილი ბიბლია თაროზე დაახლოებით 1, 5 მეტრ ადგილს იკავებს.
ბრიტანულმა კომპანია Bristol Braille Technology-მ ბრაილის ელექტრონული წამკითხველი „კინდლი უსინათლოებისთვის“ შექმნა.
„Canute 360-ით კითხვისას წინ წასვლის ღილაკს 20-ის ნაცვლად ყოველი 360 ნიშნის შემდეგ უნდა დააჭიროთ,“ განაცხადა სტეფან სერჯანტმა, რომლის კომპანია Vision Through Sound-ი კომპანია Bristol Braille-თან თანამშრომლობს და უსინათლოებისთვის სპეციალურ ტრენინგს ატარებს.
Canute 360-ში შესაძლებელია ნებისმიერი ტექსტის ჩატვირთვა, რომელიც ბრაილის ფორმატშია ხელმისაწვდომი.
ბრაილის ელექტრონული წამკითხველის მასობრივი წარმოება წელს დაიწყება და ის დაახლოებით იმდენივე ეღირება, რამდენიც ძვირადღირებული ლეპტოპი.