აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯარო სკოლებში ბიბლიის სწავლებას მხარს უჭერს. ტრამპმა ამის შესახებ „თვითერზე“ დაწერა რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც „Fox & Friends“-მა ორშაბათ დილით სატელევიზიო სივრცეში გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვს შტატში – ფლორიდაში, ინდიანაში, მისურიში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ვირჯინიასა და დასავლეთ ვირჯინიაში – ყოვნდებოდა კანონმდებლობის მიღება, რომელიც ბიბლიის შესწავლის კურსებს საჯარო სკოლების საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად გახდიდა.
„რამდენიმე შტატი გამოდის ინიციატივით, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბიბლიის სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ეს კარგია!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 2015 წელს საარჩევნო კამპანიისას, საქვეყნოდ განაცხადა შემდეგი სიტყვები : „ვერაფერი დაამარცხებს ბიბლიას“.
გაზიარება: