close
განათლება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

ეს ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, შედეგად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული), პროფესიის დაუფლების პარალელურად შეძლებენ, რომ გაიარონ სასკოლო საგნები და პროფესიული განათლების დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ. რეფორმის ამ ნაწილის ამოქმედება 2019 წლის მაისიდან იგეგმება.

რეფორმის სამწლიანი ფაზა ასევე გულისხმობს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

გაზიარება:
fb-share-icon0