close
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

კვლევა : დენისოვანები იმაზე მეტად განვითარებული იყვნენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

მეცნიერებმა ციმბირის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტებისა და კბილების გამოსაკვლევად თანამედროვე ტექნიკა გამოიყენეს და ადამიანის ერთ-ერთი გადაშენებული სახეობის შესახებ საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს.

ახლახანს ახალი კვლევა გამოაქვეყნდა, რომელიც დენისოვანის სახელწოდებით ცნობილი სახეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და მიანიშნებს, რომ ისინი იმაზე უფრო განვითარებულები ყოფილა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

ამ სახეობის წარმომაგდენლის სამი კბილი და ხელის თითის ძვალი გახლავთ ის უმწირესი მასალა, რომელიც დღემდეა აღმოჩენილი. ახალგაზრდა გოგონა, რომლის დედა სავარაუდოდ ნეადერტალელი იყო, მამა კი – დენისოვენელი რუსეთში, ალთაის მთებში მდებარე დენისოვას მღვიმეში აღმოაჩინეს.

გამოქვაბულში აღმოჩენილ დნმ-ზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, დენისოვანები გამოქვაბულში დაახლოებით 200,000-50,000 წლის წინ ცხოვრობდნენ, ხოლო ნეადერტალელები -200,000 -80,000 წლის წინ. აღმოჩენილი ქვის იარაღები კი მიანიშნებს, რომ ერთ-ერთმა, ან ორივე სახეობამ, გამოქვაბული 300,000 წლის წინ დაიკავა.

რაც შეეხება გოგონას, რომელსაც ზედმეტსახელად „დენი“ უწოდეს და რომლის ძვლის ფრაგმენტიც დენისოვას გამოქვაბულში აღმოაჩინეს, ახალი კვლევის თანახმად ის დაახლოებით 100,000 წლის წინ ცხოვრობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცხოველების კბილებითა და ძვლებით მიერ დამზადებული სამკაულები, დაახლოებით 43,000-49,000 წლის წინანდელია და დენისოვანებს ეკუთვნით, ეს კი მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე მიანიშნებს.

„ტრადიციულად, ეს ნივთები დასავლეთ ევროპაში ადამიანის სახეობის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ კონკრეტულ გამოქვაბულში აღმოჩენილი ნაკეთობების ავტორი შესაძლოა დენისოვანები იყვნენ, ვინაიდან არ არსებობს ამ გამოქვაბულში თანამედროვე ადამიანის წინაპრის – ჰომო საპიენის ყოფნის მტკიცებულება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დენისოვანები გაცილებით უფრო განვითარებულები ყოფილან, ვიდრე აქამდე მივიჩნევდით,“ განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის ადამიანის ისტორიის მეცნიერების არექოლოგიურმა მეცნიერმა კატერინა დუკმა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0