დიდ ბრიტანეთში, ესექსში ექიმებმა ჩვილს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
26 წლის ბეთან სიმპსონმა ორსულობის მე-20 კვირას აღმოაჩინა, რომ მის შვილს სპინა ბიფიდა სჭირდა. ეს არის განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით.
სიმპსონი ბრიტანეთში პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოპერაცია (ორსულობის 24-ე კვირაზე) ნაყოფზე საშვილოსნოშივე გაუკეთდა. 4-საათიანი ოპერაციის დროს მისი საშვილოსნო გაჭრეს და ჩვილის ხერხემალზე შესაბამისი პროცედურები ჩაატარეს.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვი აპრილში დაიბადება.
სპინა ბიფიდა 10 000 ორსულობის შემთხვევიდან 4-ში ვითარდება ხოლმე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”