„დღეს შრომის ბაზარი, საკმაოდ მიმზიდველია სამსახურის მაძიებელთათვის. შესაძლებელია, ეკონომისტის კარიერაც კი აიწყოთ, იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა უმაღლესი განათლება“ – ამბობენ ტელეკომპანია CNBC-ში. მედიასაშუალება, იმ კომპანიების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, ვინც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე პროფესიულ უმაღლეს განათლებას არ ითხოვს. მაგალითად, Google, Apple და IBM. სია, რომელიც სამსახურის საძიებო ვებგვერდ Glassdoor-ის მიხედვითაა შედგენილი და ასე გამოიყურება:
კომპანიას Google რეკრუიტერის, პროგრამის მენეჯერის, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერისა და ინჟინერ პროგრამისტის თანამდებობებზე პროფესიული უმაღლესი განათლება არ მოუთხოვია. იგივე მიდგომით ეძებდა მარკეტინგის მენეჯერს, გამომცემლის ასისტენტს, ფინანსურ მენეჯერსა და წარმოების ასისტენტს საგამომცემლო სახლი Penguin Random House. პროფესიული განათლება არ დასჭირვებია არც სასტუმროების ქსელს Hilton (პოზიცია: „ივენთ “ მენეჯერი, სასტუმროს მენეჯერი, ოფისის მენეჯერი), კომპანიას Apple (პოზიცია: დიზაინის ვერიფიკაციის ინჟინერი და საინჟინრო პროექტების მენეჯერი), ყავის მსოფლიო ბრენდს Starbucks (პოზიცია: ბარისტა, ცვლის უფროსი და მაღაზიის მენეჯერი), ამერიკის მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკს Bank of America (პოზიციები: აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანაშემწე, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი და ანალიტიკოსი) და ტექნოლოგიურ კომპანიას IBM(პოზიციები: წამყვანი რეკრუიტერი, ფინანსური ბლოკჩეინ – ინჟინერი, მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების სპეციალისტი).
რაც შეეხება საქართველოს, შესაძლოა, ერთეული შემთხვევები ყოფილა. თუმცა, ვაკანსიის გამოცხადებისას, დიდი კომპანიები, პროფესიულ უმაღლეს განათლებას, როგორც წესი, აუცილებლად ითხოვენ.
წყარო : www.marketer.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”