NASA-ს სპეციალისტებმა ორი თვითმფრინავის ზებგერითი დარტყმის ტალღების ფოტო პირველად გადაიღეს. მასზე გამოსახულია აშშ-ის საჰაერო ძალების Т-38-ები, რომელიც კალიფორნიის ავიაბაზის ცაზე დაფრინავენ. მათ შორის დაშორება სულ 9 მეტრი იყო.
წამში 1400 კადრის გადაღების საშუალება NASA-ს აეროფოტოგადაღების ტექნოლოგიამ მისცა, რომელზეც კოსმოსური სააგენტო 10 წელი მუშაობდა. სპეციალისტები მუშაობენ იმაზე, რომ ზებგერითი დარტყმები რაც შეიძლება ჩუმი გახადონ.
გაზიარება: