The New York Times-მა აშშ-ში მდებარე ქართული რესტორნის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი მარიან ბული ქართული ტრადიციული კერძების შესახებ ვრცლად წერს და მკითხველს მათი მირთმევის წესებსაც აცნობს.
„თქვენ ხინკალი თეფშზე წვეთის დაუღვრელად უნდა მიირთვათ“, – წერს ჟურნალისტი. სტატიაში ასევე საუბარია იმერული და აჭარული ხაჭაპურის, ბადრიჯნის ფხალის, გუდის ყველის, შქმერულისა და ჩანახის მომზადების წესებზე.
შენობის ინტერიერი ფიროსმანის ნახატებით არის გაფორმებული. რესტორანი ბრუკლინში 2001 წელს გაიხსნა.
გაზიარება: