close
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დავაწესოთ“ – გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივა

ინიციატივა, 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დაწესდეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძესა და „ანაგრამას“ ეკუთნის. #აჩუქეწიგნი – ეს კამპანიის მთავარი გზავნილია.

ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა

„23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. ამ ინიციატივის მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება:
fb-share-icon0