ახალი კვლევის თანახმად, ანესთეზური საშალებების გარკვეული დოზის მიღება პაციენტებს შესაძლოა წარსული ტრავმისგან ან გარკვეული ფობიებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.
მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანში მოგონების ამოშლა შეუძლებელი იყო.
ძლიერი დეპრესიის მქონე ადამიანებში ცუდი მოგონებების ამოსაშლელად ელექტრო შოკის გამოყენება ეფექტური გზაა, თუმცა არა იდეალური.
„ელექტროკონვულსიური თერაპია მეტისმეტად ინვაზიური მკურნალობაა, ასე რომ, იმ ცუდი მოგონებების ამოსაშლელად, რომელიც პრობლემებს იწვევს, უფრო მარტივი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ განაცხადა მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა დოქტორ ბრაიან სთრეინჯმა.
იმ პაციენტებში, რომლებიც აღნიშნული მკურნალობის კურსს გადიოდნენ, ანესთეზური მედიკამენტების ჩართვამ სელექციური მეხსიერების დაკარგვის კუთხით დიდი როლი ითამაშა.
იდეის დასატესტად მეცნიერებმა პაციენტებს სლაიდ შოუ აჩვენეს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა – ნეიტრალური და ემოციური – ახალგაზრდა ბიჭის ავტოსაგზაო შემთხვევა და თავდასხმა ახალგაზრდა ქალზე.
ერთი კვირის შემდეგ მათ სლაიდშოუს გარკვეული მონაკვეთები ხელმეორედ აჩვენეს გასახსნებებლად. ამის შემდეგ კი პროპოფოლის ინექცია გაუკეთეს და პაციენტების ნახევარზე მეტს ამბავი გამოკითხეს. მათ ამბის გაუხსენებელი და გახსენებული ნაწილები ერთნაირად კარგად გაიხსენეს. მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ პროპოფოლის მოქმედებისთვისის გარკვეული დრო იყო საჭირო და მოხალისეთა ხოლო მეორე ნახევარს ამბავი ინექციიდან 24 საათის შემდეგ გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს გახსენებული ამბის ემოციური ნაწილი 12 პროცენტით ცუდად ახსოვდათ, ვიდრე გაუხსენებელის, ხოლო გაუხსენებელი და გახსენებული ამბების ნეიტრალური ნაწილი ერთნაირად კარგად ახსოვდათ.
„ტვინის ის ნაწილი,რომელიც ემოციურ მეხსიერებაში მონაწილეობს, ანესთეზური საშუალებების მიმართ საკმაოდ სენსიტიურია. ეს კარგია პოტენციური მკურნალობისთვის, ვინაიდან იმ ინფორმაციის ამოშლა, რომელიც არასასურველი და არადრამატულია, საჭირო არ ხდება,“ აცხადებს ბრაიან სთრეინჯი.
თუმცა, მეცნიერთა განცხადებით, ძველი მოგონებები უფრო რთულად იცვლება და აღნიშნული მკურნალობა გაცილებით რთული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფლეშბექები აწუხებს.
წყარო : independent.co.uk