სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლენილია.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკურსი მოიცავდა ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას სამგორი-რუსთავის მიმართულებით მეტროს გაყვანის საკითხთან დაკავშირებითაც. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკურსში ავსტრიულმა საერთაშორისო კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც ორივე მიმართულებაზე ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას.დედაქალაქის მერის განცხადებით, ორივე – სამგორი-ლილოს და სამგორი-რუსთავის მიმართულების მეტროს გაყვანის პროექტის მომზადებაზე ჯამში, 12 762 000 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება ვადებს კალაძის თქმით, გამარჯვებულმა ავსტრიულმა კომპანიამ დოკუმენტაცია 15 თვეში უნდა მოამზადოს.