close
კატეგორიის გარეშე

კატარაქტის მკურნალობა ოპერაციის გარეშე – ამერიკელმა მეცნიერებმა რევოლუციური თვალის წვეთები შექმნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სამეცნიერო ჟურნალ „Nature”-ში კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის შედეგები მედიკოსებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სტეროიდული თვალის წვეთების საშუალებით კატარაქტის დამარცხების შესაძლებლობა რეალურია.
დღეისთვის კატარაქტა სიბრმავის გამომწვევი პირველი მიზეზია და მისი განკურნება მხოლოდ ოპერაციის შედეგადაა შესაძლებელი. ქირურგიული ჩარევა უსაფრთხოა, თუმცა არასასიამოვნო პროცედურაა პაციენტებისთვის და საკმაოდ ძვირიცაა.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 32,4 მილიონი ადამიანია ბრმა. აქედან ნახევარზე მეტი კატარაქტის შედეგად დაბრმავდა.
კატარაქტის შემთხვევების90 პროცენტი განვიტარებად ქვეყნებზე მოდის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ქვეყნებში ხამხი სიღარიბეში ცხოვრობს და მათ კატარაქტის ოპერაციისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნიათ.
კატარაქტის მკურნალობა თვალის წვეთებით ნაცვლად ოპერაციისა მართლაც რევოლუციური სიახლეა. აღნიშნული თვალის წვეთებით მკურნალობა ჯერ-ჯერობით ადამიანებზე არ გამოუცდიათ და მხოლოდ მღრნელებსა და ძაღლებზე დატესტეს. ორივე შემთხვევაში კატარაქტის მძიმე ფორმა სრულიად, ან თითქმის სრულიად განიკურნა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ თუკი თვალის წვეთების ადამიანზე დატესტვას იგივე შედეგი მოჰყვა, ეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრებას შეცვლის.

გაზიარება:
fb-share-icon0