ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში დისტანციურად სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს. ინფორმაცია WhatsApp-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
WhatsApp-ში, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის, განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნეს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები წარმოადგენდნენ.
WhatsApp-ი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაახლოებით 1,5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდებს, ხელახლა გადმოწერონ მათი აპლიკაცია.
აღნიშნული კიბერთავდასხმა თავდაპირველად თვის დასაწყისში გამოავლინეს. თავდამსხმელები იყენებდნენ ხმოვან ზარს. თუ ზარს მომხმარებელი უპასუხებდა, პროგრამა ავტომატურად ინსტალირდებოდა. მსგავსი ზარების ნაკადის გამოვლენა WhatsApp-ის უსაფრთხოების გუნდმა შეძლო.
Financial Times-ის ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანიამ NSO Group -მა განახორციელა, რომელსაც „კიბერ იარაღის დილერად“ მოიხსენებენ.
www.bbc.com