იტალიელი პოლიტიკოსი, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია, ჩუტყვავილათი დაინფიცირდა.
როგორც ცნობილია იტალიამ ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი მწვავე დებატების შემდეგ დაამტკიცა კანონი, ე.წ. Lorenzin law, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ათეულობით დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი აცრილი არაა, მას საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში სიარული ეკრძალება, ხოლო მის მშობლებს სოლიდურ ჯარიმა ეკისრება.
იტალიის მემარჯვენე პარტიის „ჩრდილოეთ ლიგის“ ლიდერი მასიმილიანო ფედრიგა აღნიშნული ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი გახლავთ. მან კანონს „სტალინისტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ შვილებს ვაქცინაციას უტარებს, სხვა მშობლები არ უნდა აიძულონ, იგივე გააკეთონ.
ჩუტყვავილათი დაინფიცირებულ პოლიტიკოსს საავადმყოფოში 4 დღის გატარება მოუხდა. ცნობილმა იტალიელმა ბიოლოგისტმა ამ ფაქტს სპეციალური „ფეისბუქ“ პოსტი მიუძღვნა, სადაც ფედრიგას მადლობას უხდის იმისთვის, რომ თავის შვილებს ვაქცინაციას უკეთებს, თუმცა იქვე მოსახლეობას შემდეგი სიტყვებით მიმართავს : „ფედრიგა, ბევრი სხვა ზრდასრული ადამიანის მსგავსად აცრილი არაა. ის რომ აცრილი ყოფილიყო, ჯანმრთელობის პრობლემა აქ ექნებოდა.“
საინტერესოა, შეიცვლის თუ არა ჩუტყვავილა გადატანილი პოლიტიკოსი აზრს აცრებთან დაკავშირებით.