close
კატეგორიის გარეშე

„ლიდერობის აკადემია“ დასრულდა – 1800 სკოლის დირექტორს სერტიფიკატი გადაეცემა

24 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საჯარო სკოლის დირექტორებს, სკოლის ბაზაზე შერჩეულ პროფესიული განვითარების ფასილიტატორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს სკოლის მართვის გაუმჯობესების – „ლიდერობის აკადემიის“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. ლიდერობის აკადემიის კურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგლე ირინა აბულაძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი – მაგდა მაღრაძე გახსნიან. ღონისძიებას ასევე დაესწრება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე – სონია შარიგიანი და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი – ნატალია ედიშერაშვილი.

„ლიდერობის აკადემიის“ კურსის მიზანია, მათი პროფესიული განვითრების ხელშეწყობა, რათა ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

„ლიდერობის აკადემია“ 1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა 2016-2019 წლებში პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარეს.

პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები.

გაზიარება:
fb-share-icon0