close
კატეგორიის გარეშე

რა შეზღუდვები დაწესდება კოქტეილის პლასტმასის ჩხირების, მოსარევებისა და ყურის ჩხირების გაყიდვაზე?

ოკეანის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ბრიტანეთის მთავრობა 2020 წლის აპრილიდან კოქტეილის პლასტმასის ჩხირების, სასმელის მოსარევებისა და ყურის საწმენდი ჩხირების გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 316 მილიონ პლასტმასისგან დამზადებულ სასმლის მოსარევს მოიხმარენ. რაც შეეხება ყურის საწმენდ პლასტმასის ჩხირს, რომელზეც ბამბაა დახვეული, ყოველწლიურად მოხმარებული რაოდენობა დაახლოებით 1, 8 მილიარდია. 

მთავრობის ინიციატივა მხოლოდ პლასტმასისგან დამზადებულ სასმლის მოსარევის სრულ აკრძალვას გულისხობს. რაც შეეხება კოქტეილისა და ყურის ჩხირებს, მათი შეძენა  ხელმისაწვდომი ყველგან აღარ იქნება და  გაყიდვის უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ აფთიაქებს ექნებათ. გარდა ამისა, რესტორნებსა და ბარებს აეკრძალებათ, თავიანთ კლიენტებს პლასტმასისგან დამზადებული ჩხირები შეთავაზონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას თავად არ მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოწინაღმდეგეებიც გამოუჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ სასმელის ჩხირები ყოველდღიურ ცხოვრებაში უაღრესად საჭიროა და მათი სრული აკრძალვა დეჰიდრაციის რისკთანაა დაკავშირებული.

ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ  სასმელის ჩხირების სრული აკრძალვა არ იგეგმება და აღნიშნული ნაბიჯით ქვეყნის მოსახლეობის მიერ ყოველწლიურად მოხმარებული პლასტმასის ჩხირების რაოდენობა 4, 7 მილიარდიდან 44 მილიონამდე შემცირდება.

BBC

გაზიარება:
fb-share-icon0