ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის შემსრულებელთა საუკეთესო ათეულში მოხვდა.
გამოცემა Opera Wire-მა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ათი შემსრულებელი დაასახელა.
გამოცემის ცნობით, მეტროპოლიტენ ოპერაში 2018-19 წლების სეზონი ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერისთვის საუკეთესო სეზონი იყო.
გამოცემა წერს, რომ ანიტა რაჭველიშვილმა, საოპერო სეზონის განმავლობაში სამი განუმეორებელი როლი შექმნა და ყოველი ახალი როლი მის საშემსრულებლო ხელოვნებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა.
გაზიარება: