ჩინელმა მეცნიერმა, რომელმაც შარშან განაცხადა, რომ შიდსის ვირუსისგან დაცული გენეტიკურად რედაქტირებული ბავშვები შექმნა, შესაძლოა ბრიყვული შეცდომა დაუშვა.
ჩინეთის მენციერებისა და ტექნოლოგიის სამხრეთ უნივერსიტეტის პროფესორმა ჰი ჯიანკუიმ CRISPR-Cas9-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ტყუპი გოგონას ემრიონული გენები გარდაქმნა. მეცნიერმა განაცხადა, რომ მან შიდსის გამომწვევი HIVის ინფექციისგან გოგონების დასაცავად CCR5-ი გენის რედაქტირება განახორციელა.
სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კალიფორმიის უნივერსიტეტის ორმა მეცნიერმა დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებსაც CCR5-ის მუტაციური გენის – “Delta 32”-ის ორი ასლის მატარებლები არიან, ნაადრევად გარდაცვალების მაღალი რისკის ქვეშ არიან.
პროფესორი ჰი ჯიანკუის აღნიშნულზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
კვლევას ბევრი სხვა მეცნიერიც ეთანხმება. ისინი კოლეგებს მოუწოდებენ გენის რედაქტირებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.
Reuters