Adobe-მა Photoshop-ში დამუშავებული ფოტოების ამოსაცნობად ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავა.
Adobe-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაზე მკვლევრებმა რიჩარდ სენგმა და ოლივერ ვენგმა ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორების გუნდთან იმუშავეს. ფუნქცია 99%-იანი სიზუსტით მუშაობს და დამუშავებული ფოტოს ორიგინალი ვერსიის ჩვენებაც შეუძლია.
სიახლის მიზანს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი კონტენტის შემცირება წარმოადგენს.
გაზიარება: