კოლორადოში მდებარე ლაბორატორია, რომელსაც „ნასა“ აფინანსებს, მთვარეზე რობოტებს გააგზავნის, მათი საშუალებით იქ ტელესკოპებს განათავსებს და ჩვენს გალაქტიკას დააკვირდება.
რადიო ტელესკოპების მთვარის ე.წ. შორ მხარეს განთავსება იმ პროექტების ფარგლებში მოხდება, რომლებსაც აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს, კერძო კომპანიებისა და სხვა ქვეყნები აწარმოებენ და რომლის საშუალებითაც მომავალი ათწლეულის განმავლობაში მთვარის ლანდშაფტის გარდაქმნა მოხდება.
„ეს გახლავთ ნადვილად განსხვავებული პროგრამა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მანქანებისა და ადამიანების ერთად მუშაობას გულისხმობს,“ განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის კოსმოსის შესწავლისა და მეცნიერების ქსელის დირექტორმა ჯეკ ბერნსმა.
მომავალი ათწლეულის განმავლობაში ბერნსის გუნდი მთვარის კოსმოსური ხომალდით მთვარის ე.წ. ბნელ მხარეში მთვარემავალს გააგზავნის, რომელიც უხეში და კლდოვანი ზედაპირის გასწვრივ ადამიანების მცირე დახმარების საშუალებით რადიო ტელესკოპების ქსელს განათავსებს.
ასტრონავტები მთვარემავლის რობოტი „მკლავის“ გაკონტროლებას ორბიტული მთვარის საგუშაგსგან განახორციელებენ, რომელსაც „კარიბჭეს“ უწოდებენ და მას კოსმოსური სააგენტოების კონსორციუმი აშენებს. პლატფორმა მთვარის ზედაპირამდე მისასვლელ და უკან დასაბრუნებელ გზას წარმოადგენს და ასევე პუნქტს, სადაც ღრმა კოსმოსური მისიების დროს საწვავის შევსება იქნება შესაძლებელი.
ახალი მთვარემავალი „ნასას“ კალიფორნიაში მდებარე ლაბორატორიაში ააგეს. ის მთვარის რეგოლითზე – მტვერი, ქვიშა და დამსხვრეული კლდე, რომელიც მის ზედაპირს ფარავს- ფეხსაცმლის ყუთის ზომის ტელესკოპებს განათავსებს . ხმაურიანი რადიო ჩარევებისა და სინათლის გარეშე, რაც კოსმოსურ დაკვირვებებს აფერხებს, ტელესკოპები კოსმიურ სივრცეს გულმოდგინედ დააკვირდებიან, რაც მჯეცნიერთა განმარტებით, ჩვენი მზის სისტემის ფორმირების შესწავლის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
Reuters