ფრანგმა პალეონტოლოგისტებმა ტერიტორიაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, გიგანტური დინოზავრის ძვალი აღმოაჩინეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორმენტრიანი ბარძაყის ძვალიsauropod-ის სახელით ცნობილ მცენარეჭამია დინოზავრს ეკუთვნოდა. გრძელ კისრიანი და გრძელ კუდიანი დინოზავრის ეს სახეობა ფართოდ იყო გავრცელებული იურულპერიოდში, დაახლოებით 140 მილიონი წლის წინ.
„ეს ცხოველები დაახლოებით 40-50 ტონას იწონიდნენ,“ განაცხადა პარიზის ეროვნული მუზეუმის პალეონთოლოგისტმა რონან ალანმა.
მისი ინფორმაციით, არქეოლოგებმა 2010 წლიდან დღემდე ქალაქ კონიაკთან ახლოს 40 სხვადასხვა სახეობის 7,500-ზე მეტინამარხი აღმოაჩინეს, რაც ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად ითვლება.
Reuters
გაზიარება: