close
კატეგორიის გარეშე

სიგარეტის ნამწვი მცენარეთა ზრდას უშლის ხელს

ბალახსა და ნიადაგში დარჩენილი სიგარეტის ნამწვი მცენარეთა ზრდას უშლის ხელს, – ამის შესახებ კემბრიჯის ანგლია რუსკინის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, სიგარეტის ნამწვი ფართოდ გავრცელებული დამბინძურებელია, რომელიც აფერხებს მცენარეთა აღმოცენებასა და განვითარებას. ის ბალახის აღმოცენებას 10 პროცენტით, მცენარე სამყურასას კი – 27 პროცენტით, მათ სიგრძეს კი – 13 და 28 პროცენტით ამცირებს.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ „ეკოტოქსიკოლოგია და გარემოს დაცვაში“ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად გარემოში დაახლოებით 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება. ეს მონაცემი კვლევის ავტორებმა სიგარეტის წარმოების სტატისტიკიდან გამომდინარე განსაზღვრეს, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში ყოველწლიურად 5.6 ტრილიონი სიგარეტის წარმოება ხდება, მათი უმეტესობის ნარჩენს კი უპასუხისმგებლოდ ყრიან.

ის, რაც გარემოს საფრთხეს უქმნის, სიგარეტის ფილტრში შემავალი ინგრედიენტი- ცელულოზის აცეტატია – ეს გახლავთ პლასტმასის სახეობ, რომლის დაშლასაც სულ მცირე ერთი ათწლეული ჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ფილტრის აკრძალვის ინიციატივით  გარემოს დამცველი არაერთი აქტივისტი გამოდის. ისინი აცხადებენ, რომ სიგარეტის ფილტრს ჯანმრთელობის თვალსაზრისით არანაირი სარგებელი გააჩნია, ის მხოლოდ „მარკეტინგული იარაღია“ და გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

გაზიარება:
fb-share-icon0