ბრიტანული გამოცემა The Independenet-ი ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის სიას აქვეყნებს, რომელიც სტატიის ავტორის აზრით, დიდ ბრიტანეთს ხისტ ბრექსიტს „გადაატანინებს“.
ევროპული ღვინოები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის შეირჩა. ჩამონათვალში, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა: თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, შვეიცარია და მაკედონია, ორი ქართული ღვინო მოხვდა – „ოროველას“ საფერავი 2008 და „იბერიულის“ ქისი 2017.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებზე, სადაც ღვინის დაყენების უძველესი კულტურა არსებობს. ავტორის თქმით, ისინი ღვინის დასამზადებლად ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს იყენებენ.
გაზიარება: