ამაზონის ტყეში მოჭრილი ხეებისგან შემდგარი ტერიტორიის ფართობმა 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე 6.4 ათასი კვადრატული კილომეტრი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე (3367 კვადრატული კილომეტრი) თითქმის 92%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემებზე დაყრდნობით წერს. INPE-მ მონაცემები თანამგზავრ Deter-ის მეშვეობით მიიღო.
ამ ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ აგვისტოში ამაზონის ტყეში 1700 კვადრატული კილომეტრის ფართობზე განადგურდა ტყე, რაც 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სრული 2019 წლის განმავლობაში ამაზონის ტყის ფართობი ჯამში 10 ათას კვადრატული კილომეტრით შემცირდება.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”