close
კატეგორიის გარეშე

რა უპირატესობა აქვს Wi-Fi 6-ს, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი გახდა

Wi-Fi 6 ოფიციალურად ამოქმედდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი გახდება ხელმისაწვდომი.

საიდან მოდის და რას ნიშნავს სახელწოდება Wi-Fi 6?

ტექნოლოგიურ ტერმინ Wi-Fi-ს (1,2,3,4,5 და ახლა უკვე 6) IEEE 802.11 სტანდარტებზე დაფუძნებული უსადენო ქსელის აღსაწერად ვიყენებთ.

შარშან Wi-Fi-ს სტანდარტებს უფრო გასაგები სახელწოდებები მიანიჭეს. ნანამდე კი Wi-Fi 1-ს ოფიციალურად 802.11b ერქვა, Wi-Fi 2-ს 802.11a, და ა.შ.  802.11g, 802.11n, და 802.11ac. Wi-Fi 6-ს –  802.11ax.

რას მოუტანს მომხმარებელს Wi-Fi 5-დან Wi-Fi 6-ზე გადასვლა? გაზრდილ მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს. ჩამოტვირთვის თეორიული სიჩქარე, რომელიც Wi-Fi 5-ის შემთხვევაში წამში 6.9  გიგაბიტია, 9.6 გიგაბიტ/წამამდე გაიზრდება.

კიდევ ერთი უპირატესობა, რასაც Wi-Fi-გან უნდა ველოდოთ ორთოგონალური სიხშირის გამყოფი მულტიპლექსირებისა (OFDMA)  და MIMO ტექნოლოგების საშუალებით ერთ ქსელზე  ოთხჯერ მეტი მოწყობილობის დაკავშირებაა შესაძლებელი.

როდის იქნება Wi-Fi 6 ხელმისაწვდომი? ვინაიდან პროდუქტების მწარმოებლებისთვის Wi-Fi 6 სერტიფიცირება უკვე ხელმისაწვდომი გახდა, ხანგრძლივი ლოდინი არ დაგვჭირდება. თუკი Samsung Galaxy Note 10-ის, Apple’s iPhone 11-ის,  Google Pixel 4-ის ან Wi-Fi 6 მხარდაჭერის მქონე ახალი ლეპტოპის, ტაბლეტის ან სხვა მოწყობილობის მფლობელი ხართ. ასევე დაგჭირდებათ Wi-Fi როუტერი, რომელსაც 802.11ax მხარდაჭერა აქვს. თუმცა იმისთვის, რომ Wi-Fi 6 ფართო მასებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი რამდენიმე თვე, ან შესაძლოა წელიც კი იყოს საჭირო.

წყარო :www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0