close
კატეგორიის გარეშე

GPMB – მსოფლიოს ლეტალური დაავადების რეალური საფრთე ემუქრება რომელიც 80 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს

გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭო (GPMB) აცხადებს, რომ არსებობს სწრაფად გავრცელებადი, ლეტალური დაავადების  რეალური საფრთხე, რომელიც 50-დან 80 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს და მსოფლიო ეკონომიკის 5 პროცენტს გაანადგურებს.

დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანიზაციამ მოხსენება წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი დაავადების გავრცელების საფრთხე რეალურია და  მსოფლიო მასთან გასამკლავებლად მზად არაა.

„ამ მასშტაბის გლობალური პანდემია კატასტროფულია, რომელიც საყოველთაო არასტაბილურობასა და დაუცველობას გამოიწვევს და ამისთვის მსოფლიო მზად არაა,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მოხსენებაში.

თუმცა, ორგანიზაციის წევრი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსამზადებლად და სწორად სამოქმედოდ დრო ჯერ კიდევ არის.

 

წყარო : sciencealert.com/

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0