470 მილიონი წლის გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე გამყინვარება გამოიწვია, – ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ახლახანს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ.
93-მილის სიგანის ასტეროიდი მარსსა და იუპიტერს შორის დაიშალა და მისი მტვერი დედამიწისკენ გაიფანტა, მზის შუქს გადაეფარა და ჩვენს პლანეტაზე გლობალური სიცივე გამოიწვია.
მტვერი დედამიწას 2 მილიონი წლის განმავლობაში ეცემოდა, რაც საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული სხვადასხვა სახეობა ახალ კლიმატთან ადაპტირებულიყო.
Science Advances-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კვლევამდე გამყინვარების ხანის გამომწვევი მიზეზი უცნობი იყო.
ასტეროიდებისა და კომეტებისგან მომავალი კოსმოსური მტვერი ნორმალური მოვლენაა. დედამიწაზე მის მიღმა არსებული კოსმოსიდან ყოველწლიურად 40,000 ტონა მასალა ხვდება, თუმცა აღნიშნული ასტეროიდის დაშლის შედეგად ამ მტვრის რაოდენობა ბევრად გაიზარდა და 2 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწის კლიმატის ცვლილებებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.
მეცნიერებმა დედამიწის დანალექების შესახებ არსებულ ჩანაწერებში ჩვენი პლანეტის მიღმა არსებული მატერია, მეტეორიტები და მიკრომეტეორიტები შეისწავლეს. მათ დედამიწის მიღმა არსებული მატერიის ამოღება კლდეზე მჟავის ზემოქმედებით განახორციელეს და ისეთი ელემენტებს დაუწყეს ძებნა, რომლებიც დედამიწის კლდეებზე იშვიათია.
მაგალითად ჰელიუმის ატომს, ჩვეულებრივ 2 პროტონი, 2 ნეიტრონი და 2 ელექტრონი აქვს, კოსმოსიდან გამოსროლილ ჰელიუმის ატომებს კი ნეიტრონი არ აქვთ. ამ ჰელიუმის იზოტოპებსა და ასტეროიდებში იშვიათი მეტალის არსებობა ადასტურებს, რომ მტვერი კოსმოსიდან მოდის.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კლომატის ცვლილება ძალიან განსხვავებულია კლიმატის იმ ცვლილებისგან, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
წყარო : www.independent.co.uk
მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”