close
განათლება

ყოველი მეხუთე ქართველი სტუდენტი დაეჭვებულია უნდა ჩაებარებინა თუ არა უნივერსიტეტში

საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში შეგროვდა მონაცემებით, რომლითაც შესაძლებელია შეფასდეს სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი და ევროპელი სტუდენტების გადაწყვეტილებები. კვლევის შესახებ ინფორმაციას “IPM კვლევები” ავრცელებს.

სტუდენტებმა შეაფასეს დებულებები, რომლებიც ეხებოდა უმაღლეს განათლებაში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებას. მათ შორის, სტუდენტებმა შეაფასეს შემდეგი დებულება: „ყოველთვის ნათელი იყო, რომ როდესმე მაინც ვისწავლიდი“. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთაგან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას დაიწყებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტები თავდაჯერებულობით ლიდერობენ (86,5%) ალბანეთის შემდეგ (91,9%), ჩეხ სტუდენტებს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ (34,2%).

სტუდენტების მიერ შეფასებულ დებულებებს შორისაა შემდეგიც: „ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ უმაღლეს განათლებაში ჩემი ადგილი არ არის.“ ქართველი სტუდენტების 13.8% (სრულიად) ეთანხმება ამ დებულებას. უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად რუმინელი (27%) და უნგრელი (21.4%) სტუდენტები აყენებენ ეჭვქვეშ.

დებულება – „ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, სწავლა სწორი გადაწყვეტლება იყო თუ არა“ – კვლევის მონაწილეებმა შემდეგნაირად შეაფასეს: ხორვატი სტუდენტები ამ კითხვას თავს ყველაზე იშვიათად უსვამენ (10.4%), პოლონელები კი – ყველაზე ხშირად (28.4%), ხოლო გამოკითხული ქართველი სტუდენტებიდან ყოველ მეხუთეს აწუხებს ეს კითხვა (21%).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0