close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა ორი უკანასკნელი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის კვერცხუჯრედები გაანაყოფიერეს

ამჟამად დედამიწაზე მხოლოდ ორი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქაა დარჩენილი, ორივე მათგანი მდედრია. მეცნიერების საერთაშორისო გუნდი კი ცდილობს, რომ ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ეს სახეობა გაქრობას გადაარჩინოს.

რამდენიმე დღის წინ იტალიაში მეცნიერებმა 10-დან 7 კვერცხუჯრედის განაყოფიერება შეძლეს, რომლებიც ორი უკანასკნელი მარტორქიდან წინა კვირას გამოყვეს. სპერმა კი მეცნიერებმა მამრი მარტორქებიდან ჯერ კიდევ მაშინ აიღეს, როდესაც ისინი კვლავ არსებობდნენ.

საქმეში ჩართული ლაბორატორიის დირექტორი ჩეზარე გალის თქმით, მათ იმაზე უკეთეს შედეგს მიაღწიეს, ვიდრე ელოდნენ. თუმცა, ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების კონსერვაციის საკითხში ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია.

“ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ჩვენ კვლავაც არ ვიცით, შევძლებთ თუ არა ემბრიონების მიღებას, მაგრამ განაყოფიერების ეტაპი წარმატებული იყო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ემბრიონების მიღების რეალური შანსი არსებობს”, — აცხადებს პროექტში ჩართული ერთ-ერთი ზოოპარკის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი იან სტეისკალი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0