close
კატეგორიის გარეშე

ილონ მასკის თქმით, Neuralink ალცჰაიმერთან, შიზოფრენიასთან, თუ აუტიზმთან გამკლავებას შეძლებს

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ მისი კომპანიის Neuralink ექსპერიმენტული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი შეძლებს ნეიროგანვითარებასთან დაკავშირებული დაავადებებისა, თუ ფსიქიკური აშლილობების „განკურნვას“. მაგალითად მან შიზოფრენია და აუტიზმის სპექტრის აშლილობა მოიყვანა.

Neuralink ილონ მასკის ექსპერიმენტული კომპანიაა, რომელიც ადამიანის ტვინის კომპიუტერისთვის დაკავშირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ცდილობს შექმნას კაცობრიობის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ადამიანი სხვადასხვა მოწყობილობის მართვას შეხების გარეშე, ფიქრით შეძლებს. ამ მიმართულებით, Neuralink-ის გარდა სხვა კომპანიებიც მუშაობენ, მაგალითად, Facebook.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0