უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვის სტატუსს მალე ნიდერლანდებში მცხოვრები 9 წლის ვუნდერკინდი, ლორან სიმონსი მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.
ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც 1 წლის წინ ჩააბარა.
საშუალო და უფროსი კლასის 6-წლიანი პროგრამა 9 წლის ვუნდერკინდმა 1.5 წელიწადში დაფარა და გასული წლის ზაფხულში, როდესაც ის 8 წლის იყო საშუალო განათლების ატესტატი აიღო.
ბიჭის IQ 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, იმიტომ რომ ის მოიცავს სტატისტიკას, გეომეტრიას და ალგებრას.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”