close
მედიცინა

სისხლის კიბოს მკურნალობის ექსპერიმენტულმა თერაპიამ დადებითი შედეგი აჩვენა

კომპანია Bristol-Myers Squibb-მა განაცხადა, რომ მის მიერ შეძენილმა კიბოს ექსპერიმენტულმა თერაპიამ კლინიკური ცდის დროს დადებითი შედეგი აჩვენა.

კომპანია აცხადებს, რომ აპირებს, თერაპიის სისხლის კიბოს მკურნალობაში გამოსაყენებლად წლის ბოლომდე  აშშ-ს შესაბამის სამსახურებს მის დასამტკიცებლად მიმართოს.

მკურნალობა ლიზოცელი( liso-cel) ახალი ტიპის იმუნოთერაპიაა, რომელიც CAR-T უჯრედების თერაპიის სახელითაა ცნობილი. მკურნალობა ითვალისწინებს პაციენტებისგან იმუნური უჯრედების ამოღებას, გენური ინჟინერიის გამოყენებით ისე გადაწყობას რომ კიბო უკეთ აღმოაჩინოს და შეებრძოლოს, შემდეგ კი პაციენტების სხეულში დაბრუნებას.

თერაპია 300-მდე პაციენტში გამოსცადეს. პაციენტთა ¾-ს შედეგი პირველივე მკურნალობისას ჰქონდა, ხოლო მათგან 53 პროცენტს კიბოს ნიშანი საერთოდ აღარ აღენიშნებოდა.

დამტკიცების შემთხვევაში „ლიზო-სელს“ მოუწევს უკვე დამტკიცებული  CAR-T უჯრედების თერაპიის Kymriah-ისთვის კონკურენციის გაწევა.

კლინიკური ცდის შედეგი კომპანია Bristol-Myers Squibb-მა ორლანდოში გამართულ ჰემატოლოგიის ამერიკული საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინა.

წყარო : www.reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0