მეცნიერებმა გენური ინჟინერიის გამოყენებით ურქო მსხვილფეხა საქონელი შექმნეს, რაც მემკვიდრეობით მათ ნაშიერსაც გადაეცემა.
კალიფორნიისა და მანსურას უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჟურნალ Nature Biotechnology-ში თავიანთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ 2016 წელს ორი ხარი ურქო მუტაციით დაიბადა, რომელიც მეცნიერებმა გენური ინჟინერიის საშუალებით დნმ-ის თანამიმდევრობაში დანერგეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ხარის ნაშიერიც ურქო დაიბადა, ანუ გენური ინჟინერიის საშუალებით შეცვლილი თვისება მემკვიდრეობით გადაეცა.
ურქო საქონელი ადამიანს დაზიანებას არ აყენებს, მისი ტრანსპორტირება ადვილია და მისი გამოკვებისთვის ნაკლები სივრცეა საჭირო.
წყარო : bbc
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: