close
მედიცინა

რას დაავადებებს იწვევს ადამიანის ფილტვებში დაგროვებული ცხიმი?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების ფილტვებში, რომლებსაც გადაჭარბებული წონა ან სიმსუქნე აწუხებთ, ცხიმი გროვდება. კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ცხიმოვანი ქსოვილები სასუნთქი გზების კედლებს ეკვრის და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. რაც, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში ანთების, მოგვიანებით კი ქშინვისა და ასთმის განვითარებას იწვევს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ასთმის განვითარება სიმსუქნესთან აქამდეც იყო დაკავშირებული, თუმცა ამას მძიმე წონის მიერ ფილტვებზე განხორციელებული პირდაპირი ზეწოლით, ან გადაჭარბებული წონის შედეგად განვითარებული ანთებით ხსნიდნენ. ის, რომ ასთმის განვითარებას შესაძლოა ფილტვებში დაგროვილი ცხიმი იწვევდეს, მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანების ფილტვებში 1,373 სასუნთქი გზის სტრუქტურები გამოიკვლიეს. გამოკვლეული 52 ადამიანისგან 15-ს ასთმა არ ჰქონდა, 21-ს ჰქონდა, მაგრამ სხვა მიზეზით გარდაიცვალა, 16-ის გარდაცვალების მიზეზი კი ასთმა იყო. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის ადამიანების ფილტვებში ცხიმი იყო დაგროვილი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული შედეგებია მნიშვნელოვანია იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობაზე და რამდენადაა ის დაკავშირებული სასუნთქი გზების დაავადებების გაჩენასთან, უკვე დაავადებული ადამიანების მდგომარეობას კი მნიშვნელოვნად აუარესებს.

მეცნიერები აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კვლევების ჩატარებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0