მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ წითელი წიწაკის რეგულარულად ჭამა ადამიანს გულის დაავადებისადა ინსულტისგან იცავს.
კვლევის ფარგლებში დაკვირვება 23,000 ადამიანზე განახორციელეს, რომელთა ნაწილი წითელ წიწაკას საკვებად იყენებდა, ნაწილი კი – არა.
მონაწილეების ჯანმრთელობის სტატუსსა და კვების რეჟიმს 8 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც წიწაკას კვირაში სულ მცირე ოთხჯერ მოიხმარდნენ, გულის დაავადებით გარდაცვალების რისკი 40 პროცენტით ნაკლები იყო, ინსულტით გარდაცვალების შემთხვევები კი – განახევრდა.
მეცნიერთა აღნიშნული გუნდი იმ ბიომექანიკური მექანიზმების შესწავლას გეგმავს, რაც წითელ წიწაკას ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს ხდის.
კვლევის შედეგები ამერიკის კარდიოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა.
წყარო : edition.cnn.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“