2019-nCoV ანუ კორონავირუსი პირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში, გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.
ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 170-ზე მეტი ადამიანი, ათასობით ინფიცირებული პაციენტი კი დღემდე გადარჩენისთვის იბრძვის.
კორონავირუსი უკვე დიდი ხანია გასცდა ჩინეთის საზღვრებსაც და მისი გამოვლენის შემთხვევები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში – ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთშიც დაფიქსირდა.
თუმცა, ლოგიკურია, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, უხანშია, სადაც მოქალაქეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასობით ექიმი იბრძვის.
მძიმე რეალობა, რომელშიც უხანელ ექიმებს უწევთ მუშაობა კი აი, ასეთია:
ექთნები ერთმანეთს თმების შეჭრასა და გვერდების აპარსვაში ეხმარებიან, რათა კორონავირუსისსგან დასაცავად სპეციალური მოწყობილობა კომფორტულად ატარონ
საგანგებოდ მათთვის განკუთვნილი კოსტიუმის ჩაცმის შემდეგ, ზედ სახელებს იწერენ, რათა ერთმანეთის იდენტიფიცირება მარტივად მოახერხონ
ექიმებს უწევთ ისეთი პირ-ბადისა და სათვალის ტარება, რომელიც მათ თვალებს, ცხვირსა და პირს მთლიანად დაფარავს
ზეგანაკვეთური შრომის შემდეგ დაღლილი ექიმები იძინებენ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია — სკამზე, მანქანაში და საავადმყოფოს იატაკზეც კი
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მკვლევართა ჯგუფმა ვუჰანის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო.
ამავე ინსტიტუტის დირექტორის, ანტონი ფაუჩის თქმით, საცდელი ვაქცინის შესაქმნელად 3 თვე რეკორდული დროა.