close
მედიცინა

BBC – მსოფლიოში აივ ინფექციისგან განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიოში აივ ინფექციისგან განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ექიმებმა დაადასტურეს ლონდონში მცხოვრები 40 წლის ადამ კასტილეხოს სრული განკურნება.

აივ ინფექციის დიაგნოზი მამაკაცს 2003 წელს დაუდგინეს. 2012 წელს მას ასევე ჰოჯკინის ავთვისებიანი ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს.

პაციენტს კიბოს სამკურნალოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ აივ ინფექციაც დამარცხდა.

ექიმების თქმით, პაციენტმა 30 თვეზე მეტი ხნის წინ შეაჩერა ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღება და მის ანალიზებში ვირუსი აღარ გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ აივ ინფექციისგან განკურნებულ პირველ პაციენტსაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0