close
კატეგორიის გარეშე

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალ, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.

“უახლოეს პერიოდში, ხვალიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის საკმაოდ რთული მენეჯმენტისათვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტრო. მისივე თქმით, მათ დაევალათ ყოველდღიურად ჩაატარონ დეზინფექცია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0