close
კატეგორიის გარეშე

შვედეთი კორონავირუსს საფრთხედ არ მიიჩნევს და ვირუსს არ ებრძვის

შვედეთი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანათა შორის, სადაც საზღვრები ამ დრომდე არ დახურულა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, რესტორები და კაფეები ისევ მუშაობენ.

ვირუსთან საბრძოლველად მთავრობა არავითარ საგანგებო ზომებს არ მიმართავს. პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევფენმა განაცხადა, რომ შემოღებული იქნება საზღვარზე კონტროლის გარკვეული ფორმა, რაც გაახანგძლივებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურას, თუმცა, თავად საზღვარი ღია დარჩება.

შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამმართველომ რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც ითვალისწინებს კორონავირისის აშკარა სიმპტომების მქონე ადამიანების, ასევე საავადმყოფოების პერსონალის და ასაკოვანი ადამიანების ტესტირებას.

შვედი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა და მისი სიკვდილიანობა  2%-ს არ აღემატება.

შვედეთში დაავადებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ქვეყანა ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს –  საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილი ღიაა, სამსახურები  დისტანციურ რეჟიმზე არ გადადიან, საწარმოები არ იხურება, ხოლო ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები ეხება მხოლოდ იმათ, ვინ თავს შეუძლოდ გრძნობს – მათ სახლებში დარჩენას ურჩევენ.

ასევე არ არსებობს მითითება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვის თაობაზე, მეტიც, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაავადებული ქირურგი მთელი კვირის მანძილზე აგრძელებდა მუშაობას და ოპერაციებს აკეთებდა – საბოლოოდ ის გამოჯანმრთელდა.

შვედი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსზე მეტ პრობლემას „შიშის ვირუსი“ ქმნის – ის ადამიანებს აიძულებს ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლებიც ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები სავსებით საკმარისია ისეთი დონის და სიმძიმის დაავადებისთვის, როგორც კორონავირუსი.

წყარო: Haqqin.az

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0