ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 032 ადამიანია. 20 მარტს კორონავირუსით ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 47 021 ადამიანს აქვს.
ყველაზე მეტი, 2 549 ადამიანი კორონავირუსით ლომბარდიის რეგიონშია გარდაცვლილი, 640 ემილია-რომანიაში, ხოლო 209 პიემონტეში. ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული სამხრეთის რეგიონებში. იტალიის 21 რეგიონიდან, ერთადერთი რეგიონი ბაზილიკატაა, სადაც დღემდე არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: