close
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

ქართველების მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება

Edison Tech Solutions-ის მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება.

კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, ფილტვების უკმარისობის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი იხოცება. ასეთ დროს, საჭიროა „ვენტილატორები“, რათა ფილტვებში ჟანგბადი მექანიკურად მოხვდეს.

ამ ვენტილატორებს სპეციალური სარქველები აქვს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ მწარმოებელს, დროის მოკლე მონაკვეთში, მისი საავადმყოფოებისათვის მიწოდება არ შეუძლია.

ქართული კომპანიის, Edison Tech Solutions-ის მიერ, 3D პრინტერზე დაბეჭდილ სარქველი კი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება  როგორც „ედისონის“ დამფუძნებელიგივი ბერიძე ამბობს, რამდენიმე ლარი ეღირება.

სარქველი უერთდება ჟანგბადის ბალონსა და ვენტილატორს, რათა კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმაროს.

მსგავსი პრაქტიკა უკვე დაინერგა იტალიაში, ვინაიდან ე.წ. “valve”-ები გამოუთავდათ და მწარმოებელმა კომპანიამ სწრაფი რეაგირება ვერ შეძლო. 3D პრინტერზე დაბეჭდილმა რეპლიკებმა კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

Edison Tech Solutions მზად არის გვერდში დაუდგეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გადასცეს აღნიშნული სარქველები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0