ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში აცხადებენ, რომ ქალაქ უხანზე მკაცრი კარანტინი 8 აპრილიდან მოიხსნება. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
კარანტინის მოხსნა ასევე გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას. ასევე ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის ნაწილი სამსახურებს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
ასევე, ნელ – ნელა ტურისტული ობიექტების გახსნაც დაიწყება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტებისათვის ნაწილობრივ გაიხსნა „ჩინეთის დიდი კედელი“ და მუშაობა განაახლა ქალაქის ზოოპარკმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: