close
ასტრონომია - კოსმოსი

დღეს დედამიწას “პირბადიანი ასტეროიდი” ჩაუფრენს

ასტეროიდი, ცნობილი როგორც (52768) 1998 OR2 დღეს, 29 აპრილს დედამიწას ჩაუფრენს. მეცნიერთა თქმით იგი საფრთხეს არ წარმოადგენს. ასტეროიდი დედამიწას დააახლოებით 70 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება — მთვარეზე 16-ჯერ უფრო შორს.

პუერტო-რიკოში მდებარე არეშიბოს ობსერვატორია ასტეროიდს მას შემდეგ აკვირდებოდა, რაც NASA-მ იგი 1998 წელს პირველად შენიშნა. მის გარშემო არსებული მტვრისა და ნამტვრევების გამო მას ხშირად “ნიღბიან” ასტეროიდსაც ამსგავსებენ.

ასტეროიდი პოტენციურად საშიშ ობიექტად (PHO) არის კლასიფიცირებული, რადგან იგი 140 მეტრზე დიდია და დედამიწის ორბიტას დაახლოებით რვა მილიონ კილომეტრზე მოუახლოვდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთი ცნობილი PHO ამჟამად დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“რადარის მეშვეობით ჩვენ უფრო ზუსტად ვიცით მომავალში ასტეროიდი სად იქნება. მაგალითად, 2079 წელს ასტეროიდი დედამიწას 3,5-ჯერ უფრო ახლოს ჩაუვლის, ვიდრე ეს წელს მოხდება”, — განაცხადა პროფესორმა ენ ვირკიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0