ალაბამას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ვეგანები და ვეგეტარიანელები დეპრესიისა და შფოთვის განვითარების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ხორცით იკვებებიან.
კვლევის თანახმად, ყოველი მესამე ვეგანი ან ვეგეტარიანელი დეპრესიას ან შფოთვას განიცდის. ხორცისმჭამელებთან შედარებით ორჯერ მეტი ალბათობით ესაჭიროებათ ფსიქიკური დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება და თვითმკვლელობის ჩადენის სამჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
კვლევის – „ხორცი და ფსიქიკური ჯანმრთელობა : ხორცის მიღებისგან თავშეკავებასა და დეპრესიას, შფოთვასა და მასთან დაკავშირებული ფენომენის სისტემატური განხილვის“ – ფარგლებში 18 სამეცნიერო კვლევა და მათში ჩართული 160 257 ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ისინი, ვინც ხორცს არ ჭამენ, დეპრესიის, თვითდაზიანების მიყენებისა და თვითმკლველობის ჩადენის გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. კვლევა ჟურნალ „Critical Reviews in Food Science and Nutrition“-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო წრეებში არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება : ვეგანურ ან ვაგეტარიანულ კვებით რაციონზე გადასვლა გარკვეული „ქცევითი ნიშანია“, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ამა თუ იმ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუმცა, აღნიშნული თეორია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის და მხოლოდ მოსაზრების დონეზე რჩება.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბტაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“