close
კვლევები

კვლევა : კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი საუბრისას წუთში ვირუსით დაბინძურებულ 1000-ზე მეტ წვეთს გამოჰყოფს, რაც სხვა ადამიანების დაბინძურების პოტენციური წყაროა

კორონავირუსი ჩვეულებრივი საუბრის დროს გამოყოფილი წვეთების გზითაც გადადის. ათასობით პატარა წვეთი, რომელიც ნორმალური საუბრის დროს გამოიყოფა, კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციურად მნიშვნელოვანი გზაა, – ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალ „აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებშია“ გამოქვეყნებული.

მეცნიერებმა ლაზერული სინათლის გამფანტველის საშუალებით ის პატარა წვეთები შეისწავლეს, რომელიც საუბრის დროს ადამიანის პირიდან გამოიყოფა და ჰაერში იფანტება. მათ დაადგინეს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი ერთი წუთის განმავლობაში ხმამაღალი საუბრის დროს 1000-ზე მეტ  დაბინძურებულ წვეთს გამოჰყოფს, რომელიც ჰაერში სულ ცოტა 8 წუთის განმავლობაში რჩება და სხვა ადამიანების დაინფიცირების პოტენციური წყაროა.

კვლევა მერილენდის შტატის „ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების” მეცნიერებმა ჩაატარეს.

 

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0