close
კვლევებიმედიცინა

ექსპერტები : მალარიის ახალი ვაქცინა „გეიმ ჩეინჯერია“, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა (GSK) მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, რომელსაც ექსერტებმა „გეიმ ჩეინჯერი“ უწოდეს და აცხადებენ, რომ ის 80 მილიონ ბავშვის მალარიისგან იცავს.

ვაქცინის ეფექტურობა 40 პროცენტს შეადგენს ვაქცინაციის საპილოტე პროგრამა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე სამ ქვეყანაში : განაში, კენიასა და მალავში მიმდინარეობს და ყოველწლიურად 360 000 ბავშვის ვაქცინაცია იგეგმება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს მალარიის 228 მილიონი შემთხვევა დადასტურდა და 405 000 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების 90 პროცენტი სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში დაფიქსირდა, დაღუპულთა ორი მესამედი კი 5 წლადმე ასაკის ბავშვი იყო.

მალარია-ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც იწვევს უმარტივესი სისხლის Plasmodium-ის გვარის პარაზიტები. მათი გადაცემა ბუნებრივ პირობებში Anopheles-ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება. მალარიის პარაზიტები ე.წ. ჰიპნოზოიტური ფორმები ღვიძლში ხანგრძლივად ცოცხლობენ. მალარიის ყველა ფორმის დროს აღინიშნება ანემია , დიდდება ღვიძლი და განსაკუთრებით კი ელენთა.

 

წყარო : metro.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0