close
ასტრონომია - კოსმოსი

ნასამ მთვარეზე გასამგზავრებელი ხომალდის ასაგებად სამი კომპანია შეარჩია

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველომ (ნასა) მთვარეზე გასამგზავრებელი სპეციალური სისტემების ასაგებად კომპანიები : SpaceX-ი, Blue Origin-ი და Dynetic-ი აირჩია.

ნასა აღნიშნულ კომპანიებს 967 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რასაც ისინი 2024 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტების წასაყვანად განკუთვნილი სისტემების ასაგებად გამოიყენებენ.

ნასა-ს წარმომადგენლის, ლიზა უატსონ-მორგანის, განმარტებით, მათ სამი კომპანიის არჩევით თავი დაიზღვიეს იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მათგანი შეთავაზებულ პროექტს ვერ განახორციელებს.

შარშან, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა მთვარის ხომალდის – Blue Moon-ის- დიზაინი წარადგინა, რომლის მთვარეზე გაგზავნას საკუთარი სიმძიმეების გადაზიდვის უნარის მქონე რაკეტით, New Glenn-ით, აპირებს.

ილონ მასკის SpaceX-ი კი კოსმოსურ სისტემა Starship-ს ააგებს, რომლითაც მთვარეზე 100 მეტრული ტონა ტვირთის გადატანა იქნება შესაძლებელი.

ნასა-ს მიერ არჩეული მესამე კომპანია Dynetics-ი კი მთვარეზე გასამგზავრებლად სისტემა Vulcan-ს შექმნის.

ხომალდის  საკუთარი კონცეფცია ნასა-ს კომპანია Boeing-მაც შესთავაზა, თუმცა ის არჩეულ კომპანიებს შორის ვერ მოხვდა.

 

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0